Accessibility links

site logo site logo

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს


ფოტო არქივიდან

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

"უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG