Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ ულუკბეკ მარიპოვის გამოსვლა პარლამენტში.

ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ულუკბეკ მარიპოვის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა.

კანონმდებლებმა ახალი მთავრობა 3 თებერვალს დაამტკიცეს. მარიპოვი მანამდე ორი დღით ადრე დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

როგორც მარიპოვმა განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, ახალი მთავრობა საგრძნობლად შეკვეცილია წინასთან შედარებით. კაბინეტში ახლა 16 წევრია 48-ის ნაცვლად. მისი თქმით, ის ამგვარად გეგმავს, მთავრობა უფრო მობილურ და ოპტიმიზებულ სტრუქტურად აქციოს.

სანამ ახალი მთავრობა ფიცს დადებს, პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა უნდა დაამტკიცოს.

თავად 52 წლის ჟაპაროვმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იანვარში დადო საპრეზიდენტო ფიცი.

ყირგიზეთი პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რაც მთავრობისა და მაშინდელი პრეზიდენტის, სოორონმაი ჟეენბეკოვის გადადგომით დასრულდა. 2005 წლის შემდეგ ყირგიზეთში მესამედ შეიცვალა პრეზიდენტი და მთავრობა საპროტესტო გამოსვლების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG