Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 605 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 583 შემთხვევა.

წინა დღესთან შედარებით 813-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 105-ით ნაკლებია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 3.51%;

ბოლო 7 დღის - 3.79%;

ბოლო 14 დღის - 4,41%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 671-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 260 480 შემთხვევა. მათგან 251 748 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3240 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა თებერვალში:

1 თებერვალი - ახალი შემთხვევა 240 (ტესტი 9056). გარდაცვლილი 16;

2 თებერვალი - ახალი შემთხვევა 858 (ტესტი 17271). გარდაცვლილი 14;

3 თებერვალი - ახალი შემთხვევა 688 (ტესტი 15792). გარდაცვლილი 13;

4 თებერვალი - ახალი შემთხვევა 583 (ტესტი 16605). გარდაცვლილი 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG