Accessibility links

site logo site logo

მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად კახა ქემოკლიძე წარადგინა. პრემიერის თქმით, ღირსეული საჯარო მოხელეა და წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას.

"მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში", - თქვა გახარიამ.

ქემოკლიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნათია მეზვრიშვილმა ეს პოსტი დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG