Accessibility links

site logo site logo

მაია ცქიტიშვილი მაკო გომურზე: ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, თუ რამე იყო მსგავსი


საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გაგრძელდება იმ ადამიანების მკურნალობის კურსის დაფინანსება, რომლებიც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს დაშავდნენ. ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაკო გომურის მკურნალობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

"მაკო გომურთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული. ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. შესაბამისად, მარტო ავთო თალაკვაძის პირადი პასუხისმგებლობა არ იყო, რა თქმა უნდა არის ჯანდაცვის სამინისტროს ნებაც. პროგრამა მასთან მიმართებაში გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, თუ რამე იყო მსგავსი", - თქვა ცქიტიშვილმა.

გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, ამბობდა, რომ გაუტყდა თვალის პროთეზი და აღნიშნავდა, რომ ბუნდოვანია, უცხოეთში მისი მკურნალობის გაგრძელების საკითხიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG