Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ეპარქიის პანსიონში 25 ბავშვს კორონავირუსი აქვს


ბათუმის ეპარქიის გიმნაზია-პანსიონში კორონავირუსი დაუდასტურდა 25 ბავშვს და 7 თანამშრომელს. 30 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 1 სტაციონარში და 1 სახლში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი, გეგმური ტესტირებისას, რამდენიმე ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს და პანსიონში განხორციელდა სრული ტესტირება, რომელმაც ინფიცირების 32 შემთხვევა აჩვენა.

ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პანსიონის აღსაზრდელები პედიატრების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ არიან

რადიო თავისუფლებამ მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოიპოვა ვერც პანსიონის და ვერც ეპარქიის წარმომადგენელთა კომენტარი.

გიმნაზია-პანსიონში 114 აღსაზრდელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG