Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო რეესტრი რაგბის კავშირის საქმეს მორაგბეთა პროტესტის პარალელურად განიხილავს


პტოტესტი იუსტიციის სახლთან
პტოტესტი იუსტიციის სახლთან

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტს გაატაროს თუ არა რეგისტრაციაში საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეუნარჩუნოს თუ არა თანამდებობა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეულ ირაკლი აბუსერიძეს. თუ რეესტრი პირველ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ისევ იტყვის, რომ ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა, მაშინ 24 თებერვალს რაგბის კავშირში ახალი ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იუსტიციის სახლში რაგბის კავშირის მიერ წარმოდგენილი საბუთების განხილვას თავად ირაკლი აბუსერიძეც ესწრება შენობის გარეთ კი მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ვეტერან და მოქმედ მორაგბეთა და მწვრთნელთა ნაწილი აცხადებს, რომ თუ აბუსერიძეს პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნებაში ხელს შეუშლიან, ეს ქართული რაგბისთვის დიდი დარტყმა იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG