Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალში ჩადის რუსეთის დელეგაცია კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით


კონსტანტინ კოსაჩოვი

5 თებერვალს რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია რომელსაც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი უხელმძღვანელებს, ცხინვალს ესტუმრება. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტმა გამოაცხადა ვიცე-სპიკერ პეტრე გასიევზე დაყრდნობით. გასიევის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში ხუთი წევრი იქნება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის სიტყვებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომისიის სხდომა, ისაუბრებენ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციაში რუსეთი ეხმარება ცხინვალს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს შორის შეთანხმებას 2008 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი.

ცხინვალში რუსეთის დელეგაციის ვიზიტი ჩატარდება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის გამოც უკვე რამდენიმე თვეა არ ტარდება დე ფაქტო პარლამენტის სხდომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG