Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბაზ სანიკიძე: [ოპოზიცია] დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები


გუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე

ბლოკ ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა ხალხისა და ოპოზიციის ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლის აუცილებლობაზე.

„[ხალხი გაჰყვება თუ არა ოპოზიციას] ეს უკვე ოპოზიციაზეა დამოკიდებული და თვითონ ხალხზეც არის დამოკიდებული. არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში, დარჩება ისევ ასეთი სიტუაცია თუ სამშვიდობო პაქტი არ დადო ქართველმა ხალხმა და ქართულმა ოპოზიციამ. ვერცერთი ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ. ვერც ოპოზიცია ვიზამთ ვერაფერს, იმიტომ, რომ დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები ვართ. თუ ხალხი არ იქნა, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ისევე, როგორც ხალხი ასე სტიქიურად ვერაფერს ვერ მიაღწევს, ვერაფერს, ყოველთვის მოატყუებს „ოცნება“ ხალხს. წარმატების ფორმულა არის ხალხის და ოპოზიციის თანაბრძოლობა, თანამოაზრეობა, თუნდაც დროებითი, თემატური“, - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე. ის არის ოპოზიციის 51 დეპუტატს შორის, რომლებიც პირადი განცხადების საფუძველზეპარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას მოითხოვს.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა მათთვის მანდატების გაუქმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG