Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფლებას ისევ ჯეიმი ფლაი უხელმძღვანელებს


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად ჯეიმი ფლაი დაინიშნა. მედიაკორპორაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯეიმი ფლაი თანამდებობას 16 თებერვლიდან დაიკავებს.

ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ მოხარულია დაბრუნდეს რადიო თავისუფლების პრეზიდენტის თანამდებობაზე და ასეთ რთულ დროს უხელმძღვანელოს. ფლაიმ თქვა, რომ ამაყობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებით და თანამშრომლებით, რომლებიც პანდემიის ზეწოლის და სარედაქციო დამოუკიდებლობის ერთგულების გამოწვევების მიუხედავად აგრძელებდნენ ობიექტური ინფორმირების მისიას.

ჯეიმი ფლაი რადიო თავისუფლების პრეზიდენტის თანამდებობიდან 2020 წლის ივნისში გაათავისუფლა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მაიკლ პაკმა.

2020 წლის დეკემბერში, რადიო თავისუფლების სარედაქციო საბჭომ და 23 ენაზე მომუშავე სამსახურების მთავარმა რედაქტორებმა მაიკლ პაკს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს და დაადანაშაულეს ტრადიციული ორპარტიული მიდგომიდან ”უპრეცედენტო უკანდახევასა” და ”იმ მედიაორგანიზაციის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში, რომლის დაცვაც აქვს მინდობილი.“

პაკმა სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა 2021 წლის იანვარში დატოვა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG