Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 808 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 538 შემთხვევა. წინა დღესთან შედარებით 203-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ახალი შემთხვევების რიცხვი კი, 45-ით ნაკლებია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 3.2%;

ბოლო 7 დღის - 3.75%;

ბოლო 14 დღის - 4.2%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 498-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 261 018 შემთხვევა. მათგან 252 246 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3258 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა თებერვალში:

1 თებერვალი - ახალი შემთხვევა 240 (ტესტი 9056). გარდაცვლილი 16;

2 თებერვალი - ახალი შემთხვევა 858 (ტესტი 17271). გარდაცვლილი 14;

3 თებერვალი - ახალი შემთხვევა 688 (ტესტი 15792). გარდაცვლილი 13;

4 თებერვალი - ახალი შემთხვევა 583 (ტესტი 16605). გარდაცვლილი 19;

5 თებერვალი - ახალი შემთხვევა 538 (ტესტი 16808). გარდაცვლილი 18.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG