Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში 16 808 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 3,2 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 227,
  • აჭარა - 25,
  • იმერეთი - 83,
  • ქვემო ქართლი - 35,
  • შიდა ქართლი - 44,
  • გურია - 16,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 60,
  • კახეთი - 31,
  • მცხეთა-მთიანეთი - 9,
  • სამცხე-ჯავახეთი - 6,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3,2%;
  • ბოლო 7 დღის - 3,75%;
  • ბოლო 14 დღის - 4,2%.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში 498-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 261 018 შემთხვევა. მათგან 252 246 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 258 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG