Accessibility links

logo-print logo-print

თალიბანის თავდასხმებს 16 სამხედრო პირი შეეწირა ავღანეთში


16 იანვარს მომხდარი თავდასხმის ამსახველი სააარქივო ფოტო

ავღანეთის უშიშროების ძალების სულ მცირე 16 წევრი დაიღუპა წუხელ დაჯგუფება თალიბანის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ, ყუნდუზის პროვინციაში, მოხდარი თავდასხმის შედეგად.

პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლის, გულამ რაბანის თანახმად, ექსტრემისტები თავს დაესხნენ პროვინციის ერთ-ერთ რაიონში განლაგებული უშიშროების დირექტორატის ძალების საგუშაგოს. სამსაათიანი ბრძოლის შედეგად თალიბებმა დახოცეს სულ მცირე 16 მებრძოლი, ორი ტყვედ აიყვანეს და ნადავლის სახით ხელთ იგდეს საგუშაგოზე არსებული საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.

თალიბანს ამ თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.

ყუნდუზის პროვინციაში წუხანდელი ინციდენტის ფონია ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი არაერთი თავდასხმა სამხდრო და სამოქალაქო პერსონალზე, რაც ძირს უთხრის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG