Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ევროპელი დიპლომატები გააძევა, ბორელი რუსეთთან ურთიერთობის "დაბალ დონეზე" ლაპარაკობს


ჟოზეფ ბორელი მოსკოლვში, პრესკონფერენციაზე, 5 თებერვალი, 2021 წელი.
ჟოზეფ ბორელი მოსკოლვში, პრესკონფერენციაზე, 5 თებერვალი, 2021 წელი.

რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში.

5 თებერვალს, იმავე დღეს, ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ვიზიტი გამართა მოსკოვში და მასპინძლებს განუცხადა, რომ ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენების გამო ორმხრივი ურთიერთობა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის „დაბალ დონეზე" დავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის ელჩი, პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და გერმანიის წარგზავნილი სამინისტროში გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს 23 იანვრის მიტინგებში „დიპლომატიური თანამშრომლების რეგისტრირებული მონაწილეობის“ გამო. სამინისტროს განცხადებით, „დიპლომატები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო ქმედებაში გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად. მათ მოეთხოვათ უახლოეს მომავალში დატოვონ რუსეთის ტერიტორია“.

სამინისტროს განცხადება მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საქმეთა ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა ურთიერთობათა გაუარესების ფონზე, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მისი განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლებს ჩახშობას მოჰყვა.

ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა, მათთანე თრად აშშ, მოითხოვენ განთავისუფლდეს კრემლის ოპონენტი, ნავალნი, რომელიც აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამლეს რუსეთში, რაშიც ის რუსეთის ხელისუფლებს ადანაშაულებს. ბორელმა „გადაჭრით დაგმო“ რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევება, როცა მას ამის შესახებ ამცნეს ლავროვთან შეხვედრის დროს. მან უარყო ბრალდება, რომ დიპლომატებმა ჩაიდინეს უცხოელი დიპლომატების სტატუსისთვის შეუთავსებელი ქმედება“, განაცხადა ევროკაშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს“ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG