Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ შეზღუდვების დარღვევისთვის 24 საათში 573 ადამიანი დააჯარიმა


სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათხ საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 573 ადამიანი დააჯარიმა.

პოლიციამ იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 116 ადამიანი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ამ დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, 457 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ამ დარღვევისთვის კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG