Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხდარი აფეთქებების შედეგად


ავღანეთის პოლიციის თანახმად, სულ მცირე სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქაბულში შაბათს მომხდარი სამი სხვადასხვა აფეთქების შედეგად.

დაღუპულთა შორის არის ავღანეთში მცხოვრები ინდუისტური რელიგიის მიმდევარი.

პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ აფეთქებებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციაში, სადაც ინციდენტს იძიებენ, აცხადებენ, რომ ბოლო ხანს ინდუისტებისა და სიკჰების წინააღმდეგ მომხდარ სასიკვდილო იერიშებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა იკისრეს.

„ისლამური სახელმწიფო“ იდგა შარშან მარტშიც ქაბულში სიკჰების სალოცავ სახლში მომხდარი აფეთქების უკან, რასაც 25 მლოცველის სიცოცხლე შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG