Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება დიდი რაოდენობით ვაქცინის შეძენას იწყებს


უკრაინა შეიძენს კომპანიების AstraZeneca-სა და Novavax-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო 12 მილიონ ვაქცინას მოსახლეობის საყოველთაო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაცია 5 თებერვალს გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთახმება უკვე გაფორმებულია აღნიშნულ ვაქცინაზე, რომელიც ინდოეთში დამზადდება.

მინისტრ მაქსიმ სტეპანოვის თანახმად, პრეპარატის პირველ პარტიას უკრაინა მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებს.

„ჩვენი პარტნიორებისგან 12 მილონი დოზის მიღება კარგი სიგნალია და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მოწოდების პირველივე თვეში უზრუნველვყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის სიტყვების პრეზიდენტის ადამინისტრაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

ამას გარდა უკრაინა მოელის გაეროს Covax program-ის ფარგლებში შეპირებული 8 მილიონი დოზის და დამატებით კიდევ 5 მილიონ დოზა ჩინური CoronaVac-ის ვაქცინის მიღებას.

მანამდე ზელენსკის კრიტიკა დაატყდა თავს იმის გამო, რომ ვერ მოახერხა დასავლეთის ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის შეძენა, ვინაიდან გაირკვა, რომ უკრაინა ევროპის დახმარების მოლოდინში მყოფი ქვეყნების სიის ბოლოში აღმოჩნდა.

უკრაინამ, რომლის ყირიმის ნახევარკუნძულიც რუსეთის მიერაა ანექსირებული, უარი თქვა რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე.

40 მილიონიან უკრინაში პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 1,2 მილიონი ადამიანი, 24 000 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG