Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გრძელდება ნავალნის მომხრეთა ჩხრეკვა და თვალთვალი


შაბათს ვლადივოსტოკსა და სანკტ-პეტერბურგში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი გაჩრხიკა. ეს პოლიციური ღონისძიება უკავშირდება ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიებას. იუწყებიან, რომ მთელი რუსეთის მასშტაბით აღძრულია სულ მცირე 40 ასეთი საქმე.

შაბათს პოლიციამ პეტრებურგში დილიდან გადაკეტა ცენტრალური ქუჩა და ასევე მეტროს ერთ-ერთი სადგური, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ იგეგმეებოდა არავითარი საპროტესტო აქციის გამართვა.

23 და 31 იანვარს რუსეთის ასზე მეტ ქალაქში გაიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასობრივი გამოსვლები. მიტინგები გაიმართა 2 თებერვალსაც, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ კოლონიაში პატიმრობის მოსახდელად გაგზავნა ნავალნი. საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. ასობით ადამიანი მოათავსეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG