Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია გაიმართა


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი სოფლის შესასვლელთან ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ და გააპროტესტეს დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილი განაჩენი. 5 თებერვალს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გახელაძის ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებისგან ცხინვალის ციხის პატიმრის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.

ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ცხინვალში ე.წ. სახაზინო ადვოკატსაც დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ განაჩენის გასაჩივრების საკითხი ახლა ზაზას პოზიციაზეა დამოკიდებული და თვითონ პატიმარი იმედს არ კარგავს, რომ მალე გაათავისუფლებენ.

სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხესთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

გახელაძეს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. მისი ოჯახი 211 დღეა, დაკავებულის გათავისუფლებას და დახმარებას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG