Accessibility links

site logo site logo

ბორჯღალოსნებმა თბილისში რუსეთის ნაკრებს მოუგეს


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩში რუსეთს უმასპინძლა და დაამარცხა, ანგარიშით 16:7.

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მაყურებლების გარეშე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ (0:0) დასრულდა. შესვენების შემდეგ კი, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თექვსმეტი ქულა აიღო, ვასილ ლობჟანიძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვითა და სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმით.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასი გადაეცა, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთთან მატჩამდე განაღდებული ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG