Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 თებერვლიდან ისევ აიკრძალება „ბასლაინებში“ კერძო ტრანსპორტის მოძრაობა


8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან იხსნება მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG