Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისიას ეძლევა სამი თვე 31 ოქტომბრის არჩევნების შესასწავლად


8 თებერვალს პარლამენტის ბიუროს წარედგინება დადგენილების პროექტი, რომელიც 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა“.

„იმისათვის, რომ არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას ბრალდებას თუ მოსაზრებას პასუხი გაეცეს, კომისიის ფარგლებში გამოძიებულ უნდა იქნას თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება“, - ამბობენ მმართველ პარტიაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ, თუ არჩევნების შესწავლისას აღმოჩნდება თუნდაც 1%-იანი ცდომილება ცესკოს მიერ დაფიქსირებულ შედეგებსა და ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებულ შედეგებს შორის, მაშინ მმართველი გუნდი იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

კომისიის საქმიანობის ვადად განსაზღვრულია 3-თვე.

ოპოზიცია არ აპირებს ჩაერთოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG