Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა ჯორჯ შულცი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი


ჯორჯ შულცი ცენტრში, რონალდ რეიგანთან და ადმინისტრაციის სხვა წევრებთან ერთად

ამერიკული ტელეკომპანია „Fox News”-ის ცნობით, 100 წლის ასაკაში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „ცივი ომის“ დასრულების შესახებ საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებაში.

1989 წელს, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჯორჯ შულცი რესპუბლიკურ პარტიაში სტრატეგიული საკითხებით იყო დაკავებული და ეწოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის როგორც კალიფორნიის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის, მრჩეველთა საბჭოს წევრი.

შულცი ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკელი იყო, ვინც ღიად დაუჭირა მხარი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას. „გლობალურს ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ნარკოტიკებს“, - წერდა შულცი 1998 წელ, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში

2014 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჯორჯ შულცმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისათვის შეიარაღებით დახმარების, უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებდა.
პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, 100 წლის ჯორჯ შულცი, კვირას სტენფორდში (კალიფორნია) საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG