Accessibility links

site logo site logo

ლორთქიფანიძე: დეპორტირებულების საქმეზე რუსეთი უკვე არ აცხადებს უარს კომპენსაციის გადახდაზე


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რუსეთი აღარ აცხადებს უარს გადაიხადოს კომპენსაცია საქართველოს იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებიც ქვეყნიდან გამოაძევა. ევროსასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დეკემბერში დააკისრა.

"უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უკვე არ აცხადებს უარს გადახდაზე და ჩაერთო გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში ევროპის საბჭოს შუამავლობით. შესაძლოა, ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს", - თქვა მინისტრმა.

საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი დავა 2021 წლის 21 იანვარს მოუგო.

"სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ... ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა", - აცხადებდა იუსტიციის მინისტრი მაშინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG