Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი იცავს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მზარდი დაძაბულობის ფონზე


ევროკავშირსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, კრემლი აგრძელებს თავისი გადაწყვეტილების დაცვას გასულ კვირაში ევროპული ქვეყნების დიპლომატების გაძევების თაობაზე - მას შემდეგ, რაც მათ ბრალი დასდო დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ შვედეთის, პოლონეთის და გერმანიის ხუთ დიპლომატს "პერსონა ნონ გრატას" სტატუსი შეუფარდეს, ნავალნის მხარდასაჭერად 23 იანვარს გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო. შვედეთის, პოლონეთის და გერმანიის მთავრობები უარყოფენ მათი დიპლომატების დემონსტრაციაში მონაწილეობას.

განაცხადების ფონია ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის დაძაბული ვიზიტი მოსკოვში, სადაც მან შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან - რომელმაც ევროკავშირს "არასანდო პარტნიორი" უწოდა.

"რუსეთის მხარემ ნათლად აჩვენა, რომ ის ამგვარ რაღაცას არ მოითმენს" - უთხრა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 8 თებერვალს.

თავის მხრივ, ბორელმა საკუთარ ბლოგში 7 თებერვალს დაწერა: "აგრესიულად დადგმული პრესკონფერენცია და ჩემი ვიზიტის დროს ევროკავშირის სამი დიპლომატის გაძევება ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას არ სურდა ამ შესაძლებლობის გამოყენება ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG