Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსი, ფეხბურთი და მარშალ მაკლუჰენი


ავტორი: Lucas Camus

ალბათ აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ თანამედროვე მარკეტინგისა თუ დღის წესრიგის ხასიათი ძალადობასა და დაპირისპირებაზეა ორიენტირებული. ყიდვა, გაყიდვა, მოხმარება, მიზიდვა და ა.შ. ყველაფერი უკავშირდება ბრენდებისა თუ ძალმოსილი ადამიანების დაპირისპირებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიმხრონ და თავის წიაღში მოაქციონ.

სპორტის უმრავლესობაში არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე, ორი ადამიანი ან ორი ჯგუფი, ერთის გულშემატკივრებისთვის მეორეა ვილანი, მეორისთვის პირველი. განსხვავებულია დამოკიდებულებები სპორტის მიხედვით, მაგალითად თუ ინგლისში ერთი ქალაქის თუ ზოგადად სხვა და სხვა გუნდების გულშემატკივრების შეტაკებები ფატალურად დასრულებულა ჩოგბურთის გულშემატკივრები ასე არასდროს შეერკინებიან ერთმანეთს, თუმცა აქ ეს არაა მთავარი.

იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ფეხბურთი N1 სპორტად მიაჩნია მსოფლიოში, დღითიდღე იზრდება, თუმცა ამერიკაში ბეიზბოლი მაინც საუკეთესო მოვლენაა, ან საფრანგეთში პეტანკს რამდენი მაყურებელი ყავს შეიძლება გაგიკვირდეთ და ა.შ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფაქტია, რომ ასტრონომიულად დიდი რაოდენობის ადამიანი უყურებს ფეხბურთს ყოველდღიურად თუ არა ყოველკვირეულად ან თვეში ერთხელ მაინც. ჯერ მხოლოდ კლასიკოები რომ ჩამოვთვალოთ და ამ კლასიკოს მაყურებელთა რიცხვი უკვე საკმარისი იქნება ამის დასადასტურებლად. ბარსელონასა და რეალის ყოველ დაპირისპირებას მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკიდან ვიდრე აზიამდე, მეტიც, წელიწადში მინიმუმ ორი ელ კლასიკო ისეა განაწილებული, რომ ერთი აღმოსავლეთის დროით მოუწიოს საღამოს, მეორე კი ამერიკის დროზე იყოს დადებული რომ ბაზარზე ნახვებით კარგი ფული მიიღონ. ასევე იტალიაში მილანი – ინტერი, სამხ. ამერიკაში ბოკა – რივერი, ინგლისში მანჩესტერი – სიტი, არსენალი – ჩელსი, ტოტენჰემი – არსენალი, გერმანიაში ბაიერნი – გლადბახი ანაც დორტმუნდი – შალკე, საქართველოშიც გვაქვს ასეთი თქვენ წარმოიდგინეთ დინამო თბილისი – ტორპედო (მთლად მილიონებს არ აღწევს მაყურებელი მაგრამ მაინც) და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაპირისპირების მთავარ ხიბლს თუ “პეწს” ქმნის აგრესიული მედიაგაშუქება რამაც მაგალითად მესისა და რონალდუს ფანებსაც კი შეაზიზღა ერთმანეთი, არადა ერთიც და მეორეც ყოველთვის ამბობს არაფერი მაქ გასაყოფი და კარგი მეგობრები ვიყავით ყოველთვისო, ასეთი მაგალითი კი არა ერთია.

როცა იწყება მოახლოება ამ თუ სხვა თამაშების დღის მედია იწყებს შემზადებას რომ თითქოს ეს იყოს სამკვდრო – სასიცოცხლო მოვლენა და რომ სამყარო ან გადარჩება ან არა, ანაც რა მოხდება თუ ერთი გაიმარჯვებს და მეორე ვერ. (აქვე უნდა ითქვას რომ ინგლისში არანაირი მედია არ სჭირდება ვესტ ჰემის გულშემატკივრების აღგზნებას რომ ყველა საცემად გაიმეტონ). ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული ან გაგრძელება კი არის ადამიანების ანთებული თვალები, ენერგიის მოჭარბება და გამზადება საომრად, ოღონდ განა თვითონ იბრძოლებენ, არა! მოედანზე 22 ადამიანი “დახოცავს” ერთმანეთს, თქვენ კი უნდა დატკბეთ როგორ იგებს თქვენი გუნდი ან თუ არ იგებს იყვიროთ, იმღეროთ, აგინოთ მეორე გუნდის ფანებს და მოახდინოთ ზეწოლა, თორემ ის 22 მოთამაშე თავისას განაგრძობს რაც უნდა იყოს. საბოლოოდ კი დაიშალოთ ბედნიერები, თუ თქვენს გუნდს გაუმართლებს ან კი გამძაფრებული ლიბიდოს წყალობით ფიზიკური ან სიტყვიერი აგრესია გამოხატოთ სამყაროსადმი ან სპორტული ოპონენტებისადმი თუ დამარცხდა თქვენი გუნდი.

1977 წელს კანადელმა მედიის მკვლევარმა მარშალ მაკლუჰენმა ჩაატარა საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც დამსწრეები მას მრავალფეროვანი კითხვებით ეპამპულავებოდნენ. ერთ-ერთმა დამსწრემ დაუსვა შემდეგი კითხვა:

“თქვენ თქვენს გამოსვლებში ყოველთვის საუბრობთ რომ ძალადობა ერთ-ერთი ხერხია იდენტობის ძიებისა, თუმცა რა ალტერნატივა შეიძლება ქონდეს ძალადობას?”

მან კი პასუხად გასცა:

“დიალოგი.. დიალოგი კარგი ალტერნატივაა ამის.. მაგ. ჩვენ დღევანდელ სამყაროში შეგვიძლია იარაღი დავიჭიროთ და სხვა დავაზიანოთ, თუმცა მედიას შეუძლია მთელი მოსახლეობის მანიპულირება.. ასევე ძალადობა არის ერთგვარი თვითგამოხატულება თავისა, რომ მე ძალადობით გამოვხატავ იმის თუ ვინ ვარ მე, ასევე ამის მაგალითია ადამიანებს შორის შუღლის ჩამოგდება იმის სანახავად თუ რამხელა ძალაუფლებას ვფლობ მე (ზემოთ მედიის ქცევებზე ჩემს მიერ თქმული ამას ადასტურებს).. ამას მოწმობს სუპერ ან ლიტერატურული გმირები, დონ კიხოტი, ფლეშ გორდონი, სუპერმენი – ყველა ეს ძალადობის შემცველი გმირია, რომელიც თავის იდენტობას ეძებს..“ შემდეგ თქვა: „კრიკეტი ძალადობის ორგანიზებული ფორმაა.. ან თუნდაც ბეიზბოლი, ფეხბურთი, ნებისმიერი სახის სპორტი, ეს არის ძალადობის დრამატიზებული ფორმა ბიზნეს საზოგადოებაში.. მაყურებლისა და დამსწრე საზოგადოების გარეშე ამ თამაშებს მთლიანად დაეკარგება მნიშვნელობა, ვინაიდან მათ სჭირდებათ ეს მოცემულობა – თამაშობდნენ პუბლიკის წინაშე, ვინაიდან შეიძინონ მნიშვნელობა.”

რამდენიმე დღის წინ ამ ლექციის სმენისას დავაპაუზე ვიდეო და რა გამახსენდებოდა თუ არა 2020 წელი და ვირუსი. ჩვენ თუ გადავხედავთ რა ხდება დღეს სპორტში მაყურებლების გარეშე დავრწმუნდებით რაოდენ მართალი იყო ბატონი მარშალი. 2020 და უკვე 2021 წელს ვეღარც გულშემატკივრები სცემენ ერთმანეთს, ვეღარც მედია ძაბავს სიტუაციას, როგორც ეს სულ რაღაც ერთი წლის წინ ხდებოდა და ცარიელ ტრიბუნებზე კი რა უნდა ვთქვათ, სპორტული აქტივობა დაემსგავსა ყოველკვირეულ ვარჯიშს, რომელსაც სხვა და სხვა სპორტის წარმომადგენლები ატარებენ და მიუხედავად გულშემატკივრების სინქრონის დადებისა მათი ტელევიზიით თუ ინტერნეტით ყურება გადაიქცა ჩვეულებრივ რუტინად და საფუძველგამოცლილ სანახაობად, რომელიც არათუ ვეღარ აღგაგზნებს, საერთოდ გიქრობს კიდეც ხალისს ჩართო და უყურო ამ სასაცილოობამდე მისული სპორტის ერთ ტაიმს ან სეტს მაინც.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG