Accessibility links

site logo site logo

მდინარაძე მიესალმება მანდატის შენარჩუნების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას


მამუკა მდინარაძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ შეკითხვას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„მივესალმებით ამ ნაბიჯს იქიდან გამომდინარე რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“, ამ შემთხვევაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სჯერათ მისი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის. იქიდან გამომდინარე, რომ არის კონკრეტული სამართლებრივი თემები (ეს შეიძლება, ჩემი სუბიექტური აზრი იყოს) რაზეც ორი აზრი ვერ იარსებებს. არის დისკრეცია საქართველოს პარლამენტის, რომელსაც შეუძლია, მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება“, - განმარტავს მდინარაძე.

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთია ოპოზიციის 51 დეპუტატს შორის, რომლებსაც პარლამენტმა არ დაუკმაყოფილა მანდატის გაუქმების მოთხოვნა, სარჩელით დღეს, 8 თებერვალს, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG