Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა


ბაზრობების ამუშავების მეორე დღესვე ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. დილით გაჩენილი ხანძარი ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ჩამქრალია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ერთსართულიან შენობაში იყო გაჩენილი.

"112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება... ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ახლა იქ დასაქმებული ადამიანები ხანძრის შედეგად გადარჩენილ ნივთებს ახარისხებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG