Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრო კულება რუსეთთან ურთიერთობებზე: "საჭიროა ყოველდღიური ბრძოლისთვის მზადება"


დმიტრო კულება
დმიტრო კულება

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, პუტინის ნათესავის, ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი ტელეარხების დაბლოკვაზე, „რუსეთი, რა თქმა უნდა, ამას საკუთარ პასუხს გასცემს“.

მაგრამ, მისი აზრით, „ყველაზე ცუდი, რაც რუსეთს შეეძლო უკრაინისთვის გაეკეთებინა, მან უკვე გააკეთა, როცა განახორციელა უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია“. კიევში აცნობიერებენ, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანები მუშაობას განაგრძობს და უკრაინელები არ უნდა დაჰყვნენ პროვოკაციებს, განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ყოველდღიური ბრძოლისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს ხელი მოაწერა მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ სანქციებს სამი სატელევიზიო არხის წინააღმდეგ, რომლებსაც ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქცია "სიცოცხლის პლატფორმის" წევრი. თუმცა, უკრაინის მედიის თანახმად, 112 Ukraina, NewsOne-ი და ZIK-ი რეალურად ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაშია, რომელიც არის ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი აირჩია თავისი ქალიშვილის ნათლიად, უარყოფს ტელეარხების ფლობას.

მედვედჩუკთან დაკავშირებული ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მიესალმნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი მელინდა სიმონზი, უკრაინაში აშშ-ის საელჩო, რიგი უკრაინული საზოგადოებრივი ინიციატივებისა, ეროვნული საბჭო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საკითხებში.

სანქციების თაობაზე კიევის გადაწყვეტილებას უარყოფითად გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ოფისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG