Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ "დაუმორჩილებლობის აქციაზე" მყოფი 19 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის "დაუმორჩილებლობის აქციაზე" 51 პირი ამოიცნო და მათ მიმართ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს.

იდენტიფიცირებული 51 პირიდან:

  • 19-ის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
  • 8 დაჯარიმდა 2 000 ლარით;
  • 24 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და, სავარაუდოდ, ისინი დაჯარიმდებიან 2 000 ლარით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი იმავე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. ადამიანის უფლებებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონი, რის საფუძველზეც მთავრობას რეგულაციების გამკაცრების უფლება მიეცა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღო. ეს 51 მოქალაქე კი, რომლებიც შსს-მ აქციაზე ამოიცნო, სწორედ ამ რეგულაციებს აპროტესტებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG