Accessibility links

logo-print logo-print

დე ფაქტო სამხრეთი ოსეთი შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს გახელაძის შესახებ თბილისის პოზიციას


ზაზა გახელაძე

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში გამოტანილი განაჩენის შესახებ თბილისში გამოთქმულ პოზიციას. დე ფაქტო სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში დამნაშავეებს სჯიან არა ნაციონალური ნიშნით, არამედ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის და მისი დასავლელი კურატორების მკვეთრი განცხადება, რომელიც ეხებოდა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს, ასევე უცნაური ულტიმატუმები მისი გათავისუფლების შესახებ, არის უკიდურესად აბსურდული და ცხინვალში სხვაგვარად არ შეიძლება იყოს განხილული, თუ არა შიდა საქმეებში ჩარევა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG