Accessibility links

site logo site logo

მინსკის სასამართლოში ჟურნალისტების დარია ჩულცოვასა და კატერინა ანდრეევას პატიმრობის საქმე განიხილება


9 თებერვალს მინსკში დაიწყო სასამართლო პროცესი ჟურნალისტების კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას წინააღმდეგ, რომლებიც გისოსებს მიღმა 2020 წლის 15 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან. ჟურნალისტები ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჟურნალისტები მილიციამ შარშან დააკავა იმ დროს, როდესაც ისინი სამართალდამცველების მიერ მოკლული რომან ბანდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დარბევის სცენას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
სასამართლო პროცესი გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობს. სასამართლოს დარბაზში მოხვედრა შეძლო სულ რამდენიმე ჟურნალისტმა, ისიც ძირითადად სახელმწიფო მედიის წარმომადგენელმა.
განსასჯელებმა დაადასტურეს, რომ ისინი მუშაობდნენ ტელეარხ „ბელსატში“ და დაკავების დღეს, 15 ნოემბერს ასრულებდნენ რედაქციის დავალებას.
დაკავებულების ადვოკატმა, სერგეი ზიკრაცკიმ, მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების კოლეგების პირადი თავდებობით შეცვლის შესახებ.
სახელმწიფო ბრალდება ჟურნალისტებს ადანაშაულებს ჯგუფურად ჩადენილი ქმედებებისათვის, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაციები ანდრეევასა და ჩულცოვას პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ და მათ გამართლებასა და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG