Accessibility links

site logo site logo

უნგრეთში უკანასკნელმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა წააგო სასამართლო დავა ლიცენზიის შენარჩუნების მოთხოვნით


უნგრეთში უკანასკნელმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა წააგო ლიცენზიის შენარჩუნების მიზნით დაწყებული დავა სააპელაციო სასამართლოში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა, რომ რადიოსადგურმა დაარღვია კანონი სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ.

Klubradio-ს პრეზიდენტმა, ანდრაშ არატომ, 9 თებერვალს განაცხადა, რომ ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა მარეგულირებელი კომისიის მიერ დროებითი ლიცენზიის გაცემის შესახებ, რასაც არატომ „მხდლური და სამარცხვინო“ უწოდა.

სააპელაციო სასამართლოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების შედეგად, Klubradio-ო იძულებული გახდება შეწყვიტოს ეთერში მუშაობა, მაგრამ გააგრძელებს ინტერნეტში მაუწყებლობას.

კლუბრადიო, რომლის სიგნალიც ძირითადად ბუდაპეშტში ვრცელდებოდა, თავის საინფორაციო გამოშვებებსა და საავტორო გადაცემებში ხშირად აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ ორბანის მთავრობას.

2020 წლის სექტემბერში, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ (NMHH), რომელიც ორბანის მომხრეებისგან შედგება, უარი უთხრა Klubradio-ს 7-წლიანი ლიცენზიის გაგრძელებაზე. ამის მიზეზად სახელმწიფო ორგანომ დაასახელა რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტაციის ვადების ორჯერ დაგვიანებით წარდგენა რადიოს მხრიდან.

უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მონიტორინგის ქვეშ იმყოფება სასამართლოს სისტემის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის ხელყოფის გამო, რისკავს, დაკარგოს ბლოკის მიერ ათობით მილიარდი ევროს დახმარება.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ინდექსით, ევროკავშირის წევრი უნგრეთი 2020 წელს მედიის თავისუფლების მხრივ 89-ე ადგილზე გავიდა 180 ქვეყანას შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG