საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში სულ 11 615 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,98 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 226,
- აჭარა - 29,
- იმერეთი - 78,
- ქვემო ქართლი - 23,
- შიდა ქართლი - 43,
- გურია - 26,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 57,
- კახეთი - 38,
- მცხეთა-მთიანეთი - 6,
- სამცხე-ჯავახეთი - 13,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი. ამავე პერიოდში 469-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 263 601 შემთხვევა. მათგან 255 385 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 311 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი