Accessibility links

site logo site logo

ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქეს, აქვს კომპეტენცია, ვის რა უწოდოს


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მისი პარტიის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, აქვს კომპეტენცია, ვის რა უწოდოს. ასე გამოეხმაურა იგი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებას, რომელიც სააკაშვილს ეხებოდა.

"მიხეილ სააკაშვილი ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობს, როგორც უკრაინის მოქალაქე და როგორც უკრაინაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე, მთავარი რეფორმატორი უკრაინის, ვინ რითი სუნთქავს და ვინ რითია დაკავებული, ვინ რა ინტერესებს გამოხატავს. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის კომპეტენცია, ვის რა უწოდოს და ვისთან მიმართებაში რა შეფასება გააკეთოს, ძალიან ცოტას შეუძლია, რომ შეაფასოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ ნდომებოდა მიხეილ სააკაშვილზე მითითება, დაწერდნენ ალბათ", - განაცხადა "რუსთავი 2"-ში სტუმრობისას ბარამიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს ფეისბუკის გვერდზე, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დაადანაშაულა უკრაინის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებაში, მას ასევე უწოდა მექრთამე და კორუმპირებული.

ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა უკრაინის მოქალაქე საჯარო პირები, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებში მონაწილეობისკენ მოწოდებებისგან. უწყება აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG