Accessibility links

site logo site logo

14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს


ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ჟურნალსიტებს უყვება გასული წლის ივლისში მის 13 წლის შვილიშვილზე 23 წლის კაცის მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ. ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყო, როცა სავარაუდო მოძალადე გოგოსთან ისევ გამოჩნდა.

არასრულწლოვნის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახმა პოლიციას შეატყობინა: „ექსპერტიზის დასკვნის ჩამოსვლას ელოდა და დაიგვიანა იმან. ის ბიჭი არ იყო დაკავებული. ამაზე დარდობდა. დღეს სამსახურიდან რომ მოვედი ასე დამხვდა (გარდაცვლილი). დღეს გავიგეთ რომ ის [სავარაუდო მოძალადე] დაკავებულია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG