Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ გალდავა კონსტანტინე ანანიაშვილის ნაცვლად აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იქნება. ის ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გალდავა გასული წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელთან მომლაპარაკებლის ფუნქციას ითავსებდა. მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა მძევლების დიდი ნაწილი გაუშვა და გალდავასთან და რამდენიმე პირთან ერთად დატოვა ბანკის ტერიტორია. მოლაპარაკებამ ისე ჩაიარა, რომ არავინ დაშავებულა, ბანკზე თავდამსხმელს კი ამ დრომდე ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG