Accessibility links

site logo site logo

სუსი: უკანონო დაკავებების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2011 წელს დაფიქსირდა, 140 ადამიანი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან გამოწვეულია ოკუპაციის ფაქტით და არა სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ხარვეზებით. საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა გამართა, ითქვა, რომ ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია და ათეულობით საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდიდან აკავებენ. ამ მიმართულებით გიორგი საბედაშვილმა მედიას 2008 წლიდან დღემდე არასრული სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა:

„აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთი წელი, მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე - 2009 წელს საქართველოს 80-მდე მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული. 2010 წელს, ასევე, 80 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს უკანონოდ დაკავებების რიცხვმა 140-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანონო დაკავებების სტატისტიკაში. 2012 წელს 112 ადამიანი იქნა უკანონოდ დაკავებული, 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა. მისი თქმით, უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პირდაპირ პასუხისმგებლობას.

ამ დროისათვის ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება, ოკუპირებული აფხაზეთში კი ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG