Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა საბჭოთა ყაიდის „სახალხო კრებას“ მართავს, რათა მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებს გადაურჩეს


ალექსანდრ ლუკაშენკა სიტყვით გამოდის "სრულიად ბელარუსის სახალხო კრებაზე" მინსკში, 2021 წლის 11 თებერვალს
ალექსანდრ ლუკაშენკა სიტყვით გამოდის "სრულიად ბელარუსის სახალხო კრებაზე" მინსკში, 2021 წლის 11 თებერვალს

ალექსანდრ ლუკაშენკამ 11 თებერვალს გახსნილად გამოაცხადა საბჭოთა ყაიდის „სრულიად ბელარუსის სახალხო კრება,“ რათა განიხილონ რეფორმები და ქვეყნის განვითარება მომავალი ხუთი წლით და სხვათა შორის, კონსტიტუციაში შესაძლო შესწორებები. ბელარუსის ხანგძლივი მმართველი ცდილობს, გაუძლოს მისი მმართველობის მოწინააღმდეგეთა ხანგძლივ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებს, რაშიც ის დასავლეთს ადანაშაულებს.

66 წლის ლუკაგშენკამ, რომელიც 1994 წლიდან მართავს ბელარუსს, ორდღიანი ყრილობის გახსნისას 11 თებერვალს განაცხადა, რომ საზღვარგარეთის „ბლიცკრიგი“ ბელორუსისთვის წარუმატებელი გამოდგა. „შევძელით ჩვენი ქვეყნის შენარჩუნება. უნდა გავუძლოთ, რაც უნდა მოხდეს. 2021 წელი გადამწყვეტი წელი იქნება,“ მიმარა მან ყრილობის მონაწილე 2700 დელეგატს, უპირატესად მთავრობის მომხრე ოფიციალურ პირებს, ან ხელისუფლების მიერ არჩეულ მოხელეებს.

ლუკაშენკას ოპონენტები აცხადებენ, რომ ყრილობა იმისთვის ეწყობა მხოლოდ, რომ ლუკაშენკამ შეინარჩუნოს ხელისუფლება, რომელიც მან დასავლეთის და ოპოზიციის მიერ არ აღიარებული, გაყალბებულად მიჩნეული, არჩევნების შედეგად შეინარჩუნა შარშან.

აშშ-ის საელჩომ ბელარუსში 11 თებერვალს განაცხადა, რომ ყრილობა არ არის „ნამდვილი, არ ასახავს ბელარუსის პოზიციას და არ ეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG