Accessibility links

site logo site logo

უკრაინის მთავრობამ რეგისტრაცია აუკრძალა COVID-19-ის ვაქცინებს „აგრესორი სახელმწიფოებიდან“


რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V.

უკრაინის მთავრობამ რეგისტრაცია აუკრძალა COVID-19-ის ვაქცინებს „აგრესორი სახელმწიფოებიდან“. უკრაინის ვერხოვნა რადამ 2015 წელს აგრესორ სახელმწიფოდ ცნო რუსეთი.

მთავრობამ რეგისტრაციის აკრძალვაზე გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო, მაგრამ ინფორმაცია 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

რუსული ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობაზე ლაპარაკისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში თქვა, რომ „უკრაინელები საცდელი ბოცვრები არ არიან“ და რომ მთავრობას „არა აქვს უფლება, ჩვენს ხალხზე ექსპერიმენტები ჩაატაროს.“

კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს დაეხმარა. ამ კონფლიქტში დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

რუსული ვაქცინის გამოყენებაზე აკრძალვა გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ხშირად აკრიტიკებენ ვაქცინაციის პროცესში შეფერხებებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG