Accessibility links

site logo site logo

პოლიციელმა მასზე მომზადებული მასალის გამო "TV პირველს" სასამართლოში უჩივლა


საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გელა კვაშილავამ მასზე მომზადებული მასალის გამო "TV პირველს" სასამართლოში უჩივლა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს", – აცხადებს გელა კვაშილავა, რომელიც არ აკონკრეტებს, როგორ ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას.

"ნოდარ მელაძის შაბათმა" 30 იანვარს წყაროზე დაყრდნობით მასალა მოამზადა, სადაც საუბარი იყო, რომ კვაშილავას ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს. არხი აღნიშნავდა, რომ ამის მიუხედავად ის აგრძელებდა მუშაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG