Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლომ კორონავირუსის გამო შრომითი უფლებების მოწესრიგების ფორმა 


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა ნორმა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოწესრიგდა შრომითი უფლებები.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ განხორციელებულა სათანადო ფორმით - ორგანული კანონით. ამდენად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 (3) მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მინისტრს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით [შრომის თავისუფლება] დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი და დაადგინა, რომ შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ განხორციელებულა სათანადო ფორმით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია მოქალაქეების ყოფნა კატანტინსა და თვითიზოლაციაში, აგრეთვე, კომენდანტის საათის შემოღება.

კონსტიტუციური სარჩელების წარადგინეს პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG