Accessibility links

site logo site logo

ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე BBC World News-ის მაუწყებლობა


ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრიტანეთის ტელეარხ BBC World News-ის მაუწყებლობა ინგლისურ ენაზე.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ბრიტანეთის მარეგულირებელმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას.

მაგრამ ჩინეთის ხელისუფლების განცხადებაში ლაპარაკია არა როგორც საპასუხო ზომაზე, არამედ ნათქვამია, რომ ესაა რეაქცია „სერიოზულ დარღვევებზე“ ბრიტანეთის ტელეარხის მხრიდან, რომელსაც ჩინეთის ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული ერთობისთვის ძირის გამოთხრაში სდებენ ბრალს.

BBC World News-ი არ შედის ქვეყანაში მოქმედ უმეტეს პაკეტში, მაგრამ დღემდე ის ხელმისაწვდომი იყო, მაგალითად, ბევრ სასტუმროში.

BBC-ის ხელმძღვანელობამ იმედგაცრუება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო.

უკანასკნელ ხანებში ლონდონსა და პეკინს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა გაიზარდა - ძირითადად ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების გამო. ბრიტანეთმა გაკიცხა ჩინეთის მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვისკენ და მოქალაქეობა შესთავაზა ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. ჰონგ-კონგი წინათ დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG