Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა


ვლადიკავკაზში სუპერმარკეტ „მაგნიტში“ აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობა სრულად განადგურდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებამ, რომელიც არასამუშაო დროს მოხდა, ერთი ადამიანის გარდაცვალება და ერთის დაშავება გამოიწვია. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG