Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა ვაქცინის მიწოდების სფეროში საქართველოსაც შეეხება


ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ვაქცინის პროგრამა დაიწყეს აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნისთვის, რომელთა შორის არის საქართველო.

პროგრამა, რომლის საფინანსო მოცულობა 40 მილიონ ევროს უდრის, შეეხება ასევე საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთს და აზერბაიჯანს და ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას.

ევროპის კომისია აცხადებს, რომ „აცრების ჩატარებისთვის ამ ქვეყნების მზადყოფნის ზრდით, ეს პროგრამა მოამზადებს ამ ქვეყნებს სხვათა შორის იმ ვაქცინების მიღებისა და განაწილებისთვის, რომლებიც გავრცელდება COVAX-ის ჩარჩოებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვაქცინების გაცვლის მექანიზმის გზით“.

COVAX-ი გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანია ღარიბი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგება. ექვსი სახელმწიფო ნაწილია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამისა, რომლის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაახლოება.

ვაქცინის პროგრამის ხარჯებს ევროკავშირი გაიღებს სამი წლის განმავლობაში, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის განხორციელებას უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG