Accessibility links

logo-print logo-print

თბილისში სამშენებლო მაღაზიის საწყობი იწვის


თბილისში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე სასაწყობო ფართი იწვის. ცეცხლი უკიდია სამშენებლო მასალებსა და საღებავებს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, 18:00 საათისთვის შევიდა.

უწყება აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ არ აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG