Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა ადასტურებს სააკაშვილთან შეხვედრას: „საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია"


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

უკრაინაში ჩასვლის მიზეზებზე ილაპარაკა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. ის ადასტურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ არ ულაპარაკია.

„უკრაინაში ჩემი წასვლის მიზანი იყო იმ ადამიანების (დათო ავალიანი, დათო ალავიძე და ა.შ.) ნახვა, რომლებსაც ერთი წლის წინ, იმისთვის რომ ციხეში არ წასულიყვნენ, ჩემ გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება", - თქვა უგულავამ.

რაც შეეხება სააკაშვილთან შეხვედრას, უგულავა ამბობს: „სააკაშვილი მე ვნახე, დიდი საუბარი მასთან არ მქონია. გადავიკვეთეთ უბრალოდ. ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე. საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია, მით უმეტეს, პარტიულ საკითხებზე. ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და თუ რამე მაქვს სათქმელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ურთიერთობა მაქვს ბატონ ნიკასთან. აქვე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო [ნიკა მელიას] და იმედია, რეპრესიას გადაურჩება. თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დაკავება, მას ეს ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება. თუ თქვენი პოზიცია იქნება, რომ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ ბოკერიას დარჩეს პარტია, ეს ყველაზე დიდი აბსურდი და ბოდვა იქნება", - თქვა უგულავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG