Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის სენატში ტრამპის იმპიჩმენტის მეორე პროცესი გაიმართა, სიტყვით გამოვიდა მისი დაცვა


იმპიჩმენტის მეორე პროცესზე დონალდ ტრამპის დამცველთა ჯგუფი: დევიდ შიონი, ბრუს კასტორი და მაიკლ ვან დერ ვინი ვაშინგტონში, 2021 წლის 11 თებერვალი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე, 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მისი დაცვა. ადვოკატებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ მათ სულ სამი-ოთხი საათი დასჭირდებათ, რათა წარმოადგინონ მათი კლიენტის დამცველი არგუმენტები. კანონით მათ 16 საათი აქვთ დაცვისთვის გამოყოფილი.

დონალდ ტრამპს ბრალად ედება კაპიტოლიუმში ამბოხისკენ წაქეზება 6 იანვარს, როცა კონგრესს უნდა დაემტკიცებინა შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ჯო ბაიდენმა.

სენატში სხდომის დასაწყისში ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ ვან დერ ვინმა, განაცხადა, რომ იმპიჩმენტი „არაკონსტიტუციურია“ და პოლიტიკური შურისძიების "აღმაშფოთებელი“ მცდელობაა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დემოკრატიული პარტიის მხრიდან. ვან დერ ვინის თქმით, ტრამპი თავის მომხრეებს მოუწოდებდა მშვიდობიანი პატრიოტული პროტესტისკენ 6 იანვარს და მოითხოვდა კაპიტოლიუმში ძალადობრივი მოქმედებების შეწყვეტას.

იურისტმა დევიდ შიონმა, როცა უპასუხებდა ბრალდებას, რომ ტრამპის საბრძოლო მოწოდებებმა გამოიწვია ძალადობა და ამბოხი კაპიტოლიუმში, მოიყვანა არაერთი ციტატა, როცა მისი აზრით, ამგვარ მძაფრ ლექსიკას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ იყენებდნენ წამყვანი დემოკრატი პოლიტიკოსები. ამის თაობაზე წერს რადიოსადგური „ამერიკის ხმა“.

ადვოკატების გამოსვლამდე თავიანთი არგუმენტები წარმოადგინა ბრალდებამ, წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის მენეჯერებმა.

ბრალდება აცხადებს, რომ აქვს „მკაფიო და უდავო“ მტკიცებულება იმისა, რომ ტრამპის მიერ იყო პროვოცირებულია ამბოხება, როცა თავისი მომხრეების ბრბო მიმართა კაპიტოლიუმისკენ, რათა კანონმდებლებს წინ აღდგომოდნენ.

სენატში იმპიჩმენტის გარშემო კენჭისყრა 13 თებერვალს გაიმართება. თუ სენატის ასივე წევრი მიიღებს მონაწილეობას განაჩენის გამოტანისთვის კენჭისყრაში, სენატის დემოკრატებს დასჭირდებათ რესპუბლიკური პარპტიის 17 სენატორის ხმები, რათა ორ მესამედი მიემხროს „ამბოხების გაღვივების“ ბრალდებას.

მაგრამ ორ მესამედიანი უმრავლესობა საჭიროა იმ სენატორებს შორის, რომლებიც სხდომას ესწრებიან. ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი ამბობს, რომ არიან რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც შეიძლება არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და შედეგად შეიქმნას ვითარება, როცა სენატში დემოკრატებს ნაკლები მომხრე დასჭირდეთ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ორი მესამედის მისაღწევად.

ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა გამოხატა ტრამპის დასჯის სურვილი. ყოფილი პრეზიდენტის პოპულარული რჩება პარტიის ბირთვში.

ტრამპი იმჩიმენტის პროცედურას გადის უკვე მეორედ. შარშან თებერვალში სენატმა მხარი არ დაუჭირა ბრალდებას, რომ ტრამპმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება, რათა წინ აღდგომოდა კონგრესის

ახლანდელი პროცესი განსაკუთრებულია, რადგან საბრალდებო დასკვნას თანამდებობიდან ტრამპის ჩამოშორება არ მოჰყვება. დემოკრატების მცდელობაა, აეკრძალოს ტრამპს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG