საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევიდან 201 თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 27 187 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 1,97 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 201,
- აჭარა - 28,
- იმერეთი - 101,
- ქვემო ქართლი - 36,
- შიდა ქართლი - 40,
- გურია - 32,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 42,
- კახეთი - 36,
- მცხეთა-მთიანეთი - 10,
- სამცხე-ჯავახეთი - 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი. ამავე პერიოდში 757-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 265 200 შემთხვევა. მათგან 257 441 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3343 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი