Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: 14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს და განაცხადა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს:

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“, - წერს პრეზიდენტი ფეისბუკში.

10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წაუყენა და აღკვეთის ღონისძიებისთვის სასამართლოს მიმართა. სასამართლო დღეს, 13 თებერვალს გაიმართება.

ამ საქმეში შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის.

„ქალთა მოძრაობა“ 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პროკურატურის გულგრილობის გამო უწყების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს და იწყებს 100-დღიან კამპანიას, სახელწოდებით #ნინისგამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG